IDFI-ის განცხადებით, ინფორმაციის მისაღებად მათ განცხადებით საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საკონსტიტუციო კომისიას მიმართეს. 

 

“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ გვეცნობა, რომ კომისიის შექმნიდან (2013 წლის დეკემბერი) წერილის მიღების მომენტამდე სულ ჩატარდა კომისიის 3 სხდომა, სამუშაო ჯგუფის 42 და სარედაქციო საბჭოს 4 სხდომა,”- ნათქვამია IDFI-ის სტატიაში. 

 

კომისიის დებულების თანახმად, სამუშაო ჯგუფის სხდომას სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იწვევს საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ორჯერ მაინც, ხოლო სარედაქციო საბჭოს სხდომას კომისიის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ იწვევს. 

 

IDFI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ზოგიერთი სამუშაო ჯგუფის სხდომა ნაკლები ინტენსივობით ტარდებოდა, ზოგიერთის კი – უფრო ხშირად. კერძოდ,  საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა 11-ჯერ არის ჩატარებული; საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა კი, 4-ჯერ.

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები

კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. 


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების თანახმად,  კომისიამ კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლითაც გაიზრდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიები; გაუმჯობესდება ხელისუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური გამიჯვნის, გაწონასწორებისა და ურთიერთქმედების მოდელი; დაიხვეწება დამოუკიდებელი ინსტიტუტების კონსტიტუციური სტატუსი და ფუნქციები;  მოწესრიგდება ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დღემდე დარჩენილია კონსტიტუციური რეგულირების მიღმა; დამკვიდრდება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის გონივრული მოდელი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის სტაბილურობას და კონსტიტუციურ საკითხებზე პოლიტიკური კრიზისების თავიდან აცილებას;  აღმოიფხვრება საქართველოს კონსტიტუციის ტექსტის ხშირი ცვლილებით გამოწვეული შეუსაბამობები და ტექნიკური ხარვეზები.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *