“გვჭირდება ოფიციალური დასტური უკრაინის ოფიციალური ხელისუფლებისგან და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისგან, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული უკრაინის მოქალაქეობა, რა დოკუმენტაციასაც ჩვენ როგორც კი მივიღებთ მაშინვე, თუკი ეს ასე აღმოჩნდა, დაიწყება შეწყვეტის პროცედურები უკვე საქართველოს კანონით დადგენილი წესით,”– აცხადებს თეა წულუკიანი. 

 

საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორი 31 მაისს გახდა გუბერნატორად დანიშვნამდე, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს. 

 

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ იფნრომაციის გავრცელების შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აჩქარდებოდა, რადგანაც ამ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა აქვთ.

 

გუბერნატორად დანიშვნამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი იყო.

 

სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. 

მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან
მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *