“ბატონი ზვიადი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობით და ამ ეტაპზეც ძალიან ორიგინალური ნაბიჯი გადაგდა, ასე რომ ეს მის სტილშია. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ახლა უკვე საფეხბურთო საზოგადოება უნდა ემზადებოდეს. მათ ყველამ უნდა გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვანია კარსმომდგარი არჩევნები,”- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ხეჩიკაშვილის განცხადებით, ისტორია შეაფასებს ზვიად სიჭინავას 6 წლიანი მმართველობის შედეგებს და ამჟამად შეფასებების გაკეთება ადრეა.
მინისტრის აზრით, წლის მთავარი სპორტული ღონისძიება, უეფას სუპერ თასის მატჩი წარმატებით ჩატარდა.
ზვიად სიჭინავამ სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და ფედერაციაში არჩევნებს დაახლოებით ერთ კვირაში დანიშნავს. არჩევნების ჩატარებამდე სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელად რჩება.
