“ამ 1 კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა ის მოთხოვნები, რომელიც ქონდა უეფას, გავითვალისწინეთ უსაფრთხოების ნორმები; ის პრინტერები, კომპიუტერები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს,”– განაცხადა სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასია: 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.
11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.
სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება “მიხეილ მესხის” სტადიონის ახლადაშენებულ სალაროში.ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ფასი: 18, 35 და 75 ლარი. სულ გაყიდვაში იქნება 22 ათასი ბილეთი.გისურვებთ წარმატებებს!
Posted by Georgian Football Federation on Tuesday, July 7, 2015
