გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 4 ივლისს ბათუმში,“6 მაისის“ პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თ. წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ. ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს( საქართველოს სსკ-ის 19- 108-ე მუხლით).
ექიმების ინფორმაციით, გოგონას გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოში მიყვანის დროს გოგონას გონება დაკარგული არ ჰქონდა და იყო კონტაქტური. მას ოპერაცია გაუკეთდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა 16 წლის არის, მის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კი მისი შეყვარებული იყო. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისის პარკში მოხდა.

