ჩემპიონატი 18 მაისს ოფიციალურად ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ გაიხსნა და დღეს დასრულდა. მონაწილეობას სულ 19 ქყვეყნის წარმომადგენელი 97 მოჭადრაკე იღებდა.

 

ჩაქვის ჩემპიონატის გამარჯვებული უკრაინელი ნატალია ჟუკოვა გახდა. მესამე ადგილზე გავიდა ალინა კაშილევსკაია რუსეთიდან, მეოთხეზე – ელინა დანელიანი სომხეთიდან.

 

ნინო ბაციაშვილი გასულ წელს ქალებს შორის საქართველოს 71-ე ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა. წელს, 9-19 იანვარს ჩატარებულ ეროვნულ პირველობაზე კი საქართველოს რიგით 72-ე ჩემპიონი გახდა. 

 

ბაციაშვილს ამჟამად ფიდეს რეიტინგში 2473 ქულა აქვს.

 

ნინო ბაციაშვილი
ნინო ბაციაშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *