გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში მეუღლეს, 34 წლის ი. ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველების ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

პოლიციის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).

პოლიცია
პოლიცია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *