“სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ  უსაფრთხო და კარგად ორგანიზებულ გარემოში მოქალაქეების გადაადგილება  აღმოსავლეთ პარტნიორობის ბირთვად რჩება. ეს გააიოლებს და უფრო მარტივს გახდის  ხშირ მოგზაურობას, ბიზნესსა და ადამიანებს შორის ურთიერთობებს. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოლდოვის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ,  ეფექტურად ფუნქციონირებს და აიოლებს მოგზაურობას, ასევე ბიზნესსა და ხალხთა შორის ურთიერთობებს. სამიტის მონაწილეები გულთბილად ესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ და უკრაინამ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით აჩვენეს, როგორც ეს აღწერილია ევროკომისიის ბოლო ანგარიშში.

სამიტის მონაწილეები ელოდებიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის იმპლემენტაციას. ყველა ნიშნულის შესრულებისა  და რეფორმების გატარების შემდეგ სამიტის მონაწილეები მიესალმებიან ევროკომისიის მზადყოფნას, ყველაფერი გაკეთდეს, საქართველოსა და უკრაინასისთვის VLAP-ის შესრულების მხარდასაჭერად, კონკრეტულად კი მიესალმებიან მათ განზრახვას, რომ ამ ქვეყნებმა 2015 წლის ბოლოს პროგრესი აჩვენონ.


ყველა ნიშნულის შესრულება საშუალებას მოგვცემს დავასრულოთ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროცესი და კომისია ამის შემდეგ  წინადადებით მიმართავს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, რათა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ  სავიზო ვალდებულებებისაგან”,- ნათქვამია დეკლარაციის 23-ე მუხლში.


დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამიტის მონაწილეები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *