35 წლის ერნანდესი კლუბში 11 წლიდან თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. მისი დებიუტი პირველ გუნდში 1998 წელს მალიორკას წინააღმდეგ შედგა. ამ დროის განმავლობაში 700 მატჩზე მეტი ჩაატარა, გაიტანა 82 გოლი და გააკეთა 180 საგოლე პასი. ჩავი ბარსელონას პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 150 საერთაშორისო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

ლუის ვან გაალის დახმარებით ფეხბურთელმა პირველი ტიტულის, “ლა ლიგის” თასის მოპოვება 1999 შეძლო, თუმცა მისი კარიერული აღმასვლა “ბარსელონაში” ფრენკ რაიკარდის გამოჩენის შემდეგ დაიწყო. 2006 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება მას სათადარიგო სკამიდან მოუხდა მუხლის ტრამვის გამო, მაგრამ ეს ჩავისათვის ფინალში მოხვედრის ბოლო შანსი არ ყოფილა. ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება 2009 და 2011 წლებში კიდევ მოახერხა. ის ითვლება ტიკი-ტაკას სტილის ერთ-ერთ სულისჩამდგმელ ფეხბურთელად.

 

17 წლის განმავლობაში მან ბარსელონასთან ერთად მრავალი ტიტული მოიგო. მათ შორის:

 

3 x UEFA ჩემპიონთა ლიგა (2005/06, 2008/09, 2010/11)

2 x UEFA სუპერ თასი (2009, 2011)

2 x FIFA მსოფლიო კლუბის თასი (2009, 2011)

8 x ლა ლიგა (1998/99, 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15)

2 x კოპა დელ რეი (2008/09, 2011/12)

6 x ესპანეთის სუპერ თასი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013)

 

UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალი 6 ივნისს, ბერლინში გაიმართება.


Xavi Hernandez, Chilean Alexis Sanchez, EPA/Albert Olive
Xavi Hernandez, Chilean Alexis Sanchez, EPA/Albert Olive

Xavi Hernandez, Super Cup 2011, EPA/ALBERTO ESTEVEZ
Xavi Hernandez, Super Cup 2011, EPA/ALBERTO ESTEVEZ

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *