“ხშირად მესმის კითხვა, რატომ “მებრძოლი” – Warrior”? რატომ აქვს სიმღერას ეს სახელწოდება. ალბათ, უცნაურია, რომ 20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და ფიქრობს, რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. საქართველოს მართლა აქვს ბრძოლის მიზეზი. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენს განადგურებას. რთულია,  სიტყვებით ახსნა, რას ნიშნავს საქართველოსთვის იყო მებრძოლი იმიტომ, რომ ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით”, – თქვა პრესკონფერენციაზე ნინა სუბლატმა. 

 

ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზიის სასიმღერო კონკურსის პირველი ნახევარფინალი 19 მაისს გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი სიმღერით “Warrior” ფინალში გადავიდა.


 
ნინა სუბლატი; ფოტო: ნინა სუბლატის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან
ნინა სუბლატი; ფოტო: ნინა სუბლატის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან
 


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *