“საქართველოს სამომავლო პერსპექტივები დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მოლოდინებზე და, მეორე მხრივ, წინსვლებზე, რომელიც თავად ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს. ევროკავშირთან პარტნიორობა არა მხოლოდ ერთი მიმართულებით გასასვლელია, არამედ 2-ლიანდაგიანი გზაა. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება და თანხვედრაში მოყვანა იმისთვის, რომ საქართველომ და უკრაინამ საბოლოოდ პოზიტიური შეფასება მიიღონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმისთვის. ამ საკითხზე ჩვენ ევროსაბჭოში სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს”, – განაცხადა ჰანმა იმედის ცნობით.


საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ევროკავშირმა 2012 წლის ივნისში დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა“ (VLAP). გეგმაში განსაზღვრული იყო ნიშნულები (benchmarks), რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ მოკლე ვადით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა. ასეთი სულ 15 ნიშნულია. VLAP-ის პირველი ფაზა ზემოხსენებული ნიშნულების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, რაც საქართველომ უკვე წარმატებით დახურა, ხოლო მეორე ფაზაში ევროკომისია ამოწმებს, რამდენად მუშაობს რეალურად მიღებული კანონმდებლობა და ხორციელდება თუ არა რეფორმები.

ევროკომისიის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 15-დან შვიდი ნიშნული საქართველომ მთლიანად დააკმაყოფილა, ხოლო 8 ნიშნული ჯერ ბოლომდე არაა შესრულებული.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *