არუნა შანბაუგი 66 წლის ასაკში პნევმონიის დიაგნოზით მუმბაიში, ედვარდ კინგის სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან კომის მდგომარეობაში ყოფნის 42 წლიდან 38 წელის სწორედ ამ საავადმყოფოში გაატარა. ექთანს მთელი ამ დროის მანძილზე მილის საშუალებით კვებავდნენ.  იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და რკინის ჯაჭვით  დახრჩობა სცადეს, შემდეგ კი კომატოზურ მდგომარეობაში დატოვეს. ეს შემთხვევა ინდოეთში ევთანაზიის დაშვების შესახებ არაერთი დებატის მიზეზი გახდა.

არუნა შანბაუგი 25 წლის ექთანი იყო, როდესაც 1973 წლის 27 ნოემბერს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ საავადმყოფოს სარდაფში ჩავიდა, სადაც “ცხოველთა ლაბორატორია” იყო. იქ ცხოველებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა. ახალგაზრდა სანიტარმა, რომელიც ლაბორატორიაში იმყოფებოდა, არუნა ძაღლის ჭაჭვით გაგუდა, შემდეგ გააუპატიურა და გაიქცა.

მოძალადეს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იგი ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლდა. მის წინააღმდეგ არ წაუყენებიათ გაუპატიურების ბრალდება, რადგან ჰოსპიტალმა ამის შესახებ არ განაცხადა.

არუნა შანბაუგზე თავდაპირველად ოჯახი ზრუნავდა, მაგრამ მოგვიანებით მასზე პასუხისმგებლობა საავადმყოფომ აიღო.

მას შემდგ, რაც არუნამ 35 წელი გაატარა კომაში,  ჟურნალისტმა პინკი ვირანმა მოამზადა პეტიცია და უზენაეს სასამართლოს მიმართა.  ვირანი ითხოვდა, რომ არუნასთვის “მშვიდად სიკვდილის” საშუალება მიეცათ, მაგრამ ექთნებმა ეს ინიციატივა გააპროტესტეს. სასამართლომ საბოლოოდ ეს ინიციატივა არ დააკმაყოფილა.

 

საავადმყოფოს ექიმის თქმით, არუნა შანბაუგი დამოუკიდებლად სუნთქავდა, მცირედ რეაგირებდა სინათლეზე და შეეძლო მსუბუქი საკვების გადაყლაპვა. ის ერთადერთი ადამიანია, ვინც კომატოზურ მდგომარეობაში ამდენი წლის მანძილზე იცოცხლა. 

 

არუნა შანბაუგი
არუნა შანბაუგი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *