კანის კინოფესტივალი ამ გადაწყვეტილების გამო მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. დრესკოდთან დაკავშირებულ პოლიტიკას კი სექსისტური უწოდეს. ფესტივალის დირექტორმა კი განაცხადა, რომ მაღალი ქუსლების ჩაცმა არ არის სავალდებულო:

“ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ფესტივალი მაღალი ქუსლების ჩაცმას მოითხოვს, უსაფუძვლოა” – დაწერა მან ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე.



იმ ადამიანებს შორის, ვინც პროტესტს შეუერთდა, არის მსახიობი ემილი ბლანტიც.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ყველამ დაბალძირიანი ფეხსაცმელი უნდა ვატაროთ. ჩვენ არ უნდა ვატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი”, -განაცხადა ბლანტმა პრესკონფერენციაზე.

კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ჩვენება მხოლოდ მოსაწვევებითაა. ოფიციალური დრესკოდის თანახმად, კაცებმა უნდა ატარონ შავი ჰალსტუხი შავ ფეხსაცმელთან ერთად, ხოლო ქალებს უნდა ეცვათ ელეგანტური კაბები შესაბამის ფეხსაცმელთან ერთად. გარდიანი წერს, რომ გაურკვეველია, არის თუ არ აუცილებელი  მაღალი ქუსლების ტარება ფესტივალის დრესკოდის მიხედვით.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *