აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისთან დაკავაშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა 13 მოსარჩელის სასარგებლოდ. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის ოფისის წინ მოითხოვეს ამ გადაწყვეტილების შეცვლა.

ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან
ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან

 

აქციის მონაწილემ “ერეკლე მეორეს საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ აქციაზე ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა:

 

“რის გამო დააჯარიმეს ჩვენი ქვეყანა ამხელა თანხებით? იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა ხელი შეუშალა და არ ჩაატარებინა გეი აღლუმები მამათმავლებს?! როდესაც სააკაშვილი გვინგრევდა ეკლესიებს, რატომ მაშინ არ გამოთქვამდნენ შეშფოთებას ევროპელები? ჩვენ ვგმობთ იმ გარყვნილებას, რასაც კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის ქორწინება ჰქვია! არა გეი ევროპას! უნდა აიკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა. სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ,”- განაცხადა ჭყოიძემ, რომელიც პრორუსულ ორგანიზაციას,  “ერეკლე მეორეს საზოგადოებას” ხელმძღვანელობს.

 

ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან
ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან

ჭყოიძის მოთხოვნას ევროკავშირის ოფისის წინ შეუერთდა ბასილ მკალავიშვილიც: “ყველანაირი სიავე სწორედ ამ შენობიდან მოდის, სადაც თავად სხედან მამათმავლები. ჩვენ ევროპა არ გვინდა, ჩვენ გვინდა მართლმადიდებლური სახელმწიფო”.

ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან
ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან

აქცია მცირერიცხოვანი იყო. მრევლის წევრებმა, რომელთა შორის იყვნენ ბავშვებიც, გალობით დატოვეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორია.

ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან
ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან

ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან
ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *