ღარიბაშვილი კმაყოფილია, რომ ყველაფერი მშვიდად, დემოკრატიულად ჩატარდა, და ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულ სამსახურებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის.

 

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ასევე მიულოცა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე და ქართულ ოჯახებს გაძლიერება უსურვა.

 

„მინდა, ყველას ვუსურვო, გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ქართული სახელმწიფო“. 

 

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე თბილისში რამდენიმე ადგილზე აღინიშნა. აქციების მონაწილეთა უსაფრთხოება პოლიციამ დაიცვა. 

 

1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.  საქართველოში ამ დღის აღნიშვნას  2012 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა მშვიდობიანად შეკრების  შესაძლებლობა არ ჰქონდათ მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტის გამო. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *