“ბიუჯეტი ჯერჯერობით დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. 19 მაისს ჩამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ისინი ჩამოიტანენ თავის გათვლებს, ჩვენ ჩვენსას დავახვედრებთ. გვექნება კამათი და შევჯერდებით საერთო პოზიციაზე” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისი თქმით, მოხდება თუ არა ბიუჯეტის კორექტირება, სსფ-სთან შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი:
“რაღაცაზე შევჯერდებით, რაღაცაზე ვერ შევჯერდებით. როცა შევთანხმდებით სავალუტო ფონდთან, ამის შემდეგ ვეტყვით საზოგადოებას. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ბოუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა სრულდება გადაჭარბებით”.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკა 2,3%-მდე, ხოლო 2016 წელს 2,6%-მდე შემცირდება. ამ პროგნოზს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2015 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აკეთებს.
