მსოფლიოს უმდიდერსმა ადამიანმა უსახლკაროების დასახმარებლად 98.5 მილიონი დოლარი გაიღო
ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, აცხადებს, რომ 98.5 მილიონი დოლარი შესწირა 32 ორგანიზაციას, რომლებიც უსახლკაროებს ეხმარებიან. თითოეულმა ორგანიზაციამ 1.25 მილიონიდან 5 მილიონ დოლარამდე მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ფორბსი ავრცელებს.
ამაზონის დამფუძნებელმა გასულ წელსაც გააკეთა იგივე და 97 მილიონი აშშ დოლარი შესწირა 24 ორგანიზაციას, რომლებიც უსახლკაროების თემაზე მუშაობენ.
