კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ყავის ბაზრის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ სექტორში მონოპოლია არ არის:
“შემოსავლების სამსახურიდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყავის ბაზარზე მოქმედებს ათეულობით კომპანია, რომელთაგან 10%-ზე მეტი წილი თითქმის არც ერთ კომპანიას არ გააჩნია;
დაბალია ასევე ამ ბაზარზე კონცენტრაციის დონე, რაც, წინასწარი ვარაუდით, უნდა მიანიშნებდეს, რომ კონკურენციის კუთხით ბაზარზე პრობლემა არ არსებობს.
