ბიზნესომბუდსმენი აცხადებს, რომ თავისუფალი ბიზნესგარემო და ბიზნესის ხელშეუხებლობა ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება მათთვის სრულიად მიუღებელია. ასევე კატეგორიულად გამორიცხავენ მაღალი თანამდებობის პირების რაიმე სახით ჩარევას კერძო კომპანიების საქმიანობაში.

 

ბიზნესომბუდსმენი აცხადებს, რომ ერთ-ერთი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა ცნობილი, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შპს „ემ ენ ჯორჯია“, სხვადასხვა სახის სპეკულაციებით, მათ შორის, მაღალ თანამდებობის პირებთან ახლო კონტაქტების არსებობაზე აპელირებით, მათთან ექსკლუზიური ხელშეკრულების მოპოვებას ცდილობდა.

 

ბიზნესომბუდსმენმა კომპანიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ გამორიცხული იყო სახელმწიფოს რომელიმე თანამდებობის პირის მიერ კომპანიის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა და ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მათ შეეძლოთ მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც კომპანიის ინტერესები მოითხოვდა.

 

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შპს „ემ ენ ჯორჯიას“ ბრალდებები და მივიჩნევთ, რომ მსგავსი განცხადებებით ის უპირატესობის მოპოვების მიზნით განხორციელებული ქმედებების გადაფარვას ცდილობს’, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

 

კომპანია “ემ ენ ჯორჯიას” მფლობელმა ვახტანგ გოძიაშვილმა საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა და დახმარებისთვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. 

 

ბიზნესმენი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ხელისშემშლელთა შორის გენინპექციის ყოფილ უფროსს, ზვიად ჯანყარაშვილსა და ბიზნესომბუდსმენს, გია გახარიას ასახელებს.

ბიზნესომბუდსმენი
ბიზნესომბუდსმენი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *