გამოცემის ინფორმაციით, სოციალური ქსელების დაბლოკვის მიზეზი გახდა მძევლად აყვანილი სტამბულის პროკურორის მეჰმეთ ჰელიმ კირაზის ფოტოს გავრცელება, რომელიც ერთი კვირის წინ, პროკურორის დაღუპვამდე რამდემინე საათით ადრეა გადაღებული და რომელზეც ჩანს, როგორ უმიზნებს მას თავში იარაღს რადიკალი მემარცხენე სამხედრო.
პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, ფოტოს გავრცელება მედია ორგანიზაციების ნაწილის მიერ ტერორიზმის პროპაგანდასა და ტირაჟირებას წარმოადგენდა.
“პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ფოტოს გავრცელება არ მოხდეს არცერთი ელექტრონული პლატფორმის მიერ”, – განაცხადა პრესსპიკერმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პროკურორი მეჰმეთ ჰელიმ კირაზი რადიკალმა მემარცხენეებმა, რევოლუციური სახალხო-განმანთავისუფლებელი პარტიის/ფრონტის წევრებმა 31 მარტს მძევლად აიყვანეს. იმავე დღეს, მათ პროკურორის ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ერთ-ერთი გამტაცებელი მას თავში იარაღს უმიზნებს. ფოტოს გავრცელებასთან ერთად, რადიკალები აცხადებდნენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, ისინი პროკურორს მოკლავდნენ. მას შემდეგ, რაც უშიშროების სამსახურის შეიარაღებულმა ძალებმა შტურმით აიღეს შენობა, სადაც მძევალი იმყოფებოდა, პროკურორი კირაზი მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
სოციალური ქსელები Twitter და Youtube თურქეთის ხელისუფლებამ 2014 წლის მარტშიც დაბლოკა. მაშინ ამის მიზეზი გახდა სოციალური ქსელებში ინფორმაციისა და დოკუმენტების გავრცელება კორუფციული სქემის შესახებ, რომელშიც პრემიერ–მინისტრიც იყო დადანაშაულებული.

Freedome House-ის მონაცემებით თურქეთში 30 000–მდე საიტია დაბლოკილი. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ თურქეთი ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით 2013 წელს ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში შიყვანა.
