გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალი სოხუმში მცხოვრებ მამაკაცს ედება. ყელგამოჭრილი გოგონა სოხუმში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მამამ იპოვა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 2014 წლის 5 მარტს იპოვეს. პროკურატურის ცნობით, ის წარსულში ოთხჯერ ნასამართლევია. 

 

გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს: “თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურება”, “სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ”, “თავდასხმა” და “მკვლელობა”.


პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ან სიკვდილით დასჯას, ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *