გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალი სოხუმში მცხოვრებ მამაკაცს ედება. ყელგამოჭრილი გოგონა სოხუმში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მამამ იპოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 2014 წლის 5 მარტს იპოვეს. პროკურატურის ცნობით, ის წარსულში ოთხჯერ ნასამართლევია.
გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს: “თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურება”, “სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ”, “თავდასხმა” და “მკვლელობა”.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ან სიკვდილით დასჯას, ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.
|
||
