“ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ჩვენი ხელისუფლებისთვის და, შესაბამისად, ქვეყნისთის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი კბილაშვილი–ნაცვლიშვილის ტანდემის ხელში აღმოჩნდა. ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა.”
ხიდაშელის განცხადებით, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესის სწორად წარმართვა იმ ადამიანებს ჩაბარდათ, რომლებსაც ამის გაკეთების ნება არ ქონდათ:
“სამართლიანობის აღდგენა თუ სამართლიანობის დამკვიდრება – ტერმინებზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ შინაარსი გასაგებია, ყველა ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, რომ ის სისაძაგლე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, ერთი მხრივ, პასუხგაცემული უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ, აღარასოდეს უნდა განმეორდეს – შინაარსი ეს არის. ამ პროცესის სწორად წარმართვა ჩაბარდათ ადამაინებს, რომლებსაც არც ნება ქონდათ ამისი, როგორც აღმოჩნდა, და არც შეეძლოთ ამის გაკეთება,”– განცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ეს მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
“ეს არ არის მხოლოდ ამ 2 ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, ან რომელიმე სხვა ორის. ეს მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია. მაგრამ ახლა რომ გითხრათ, რომ სპორტის მინისტრი ან კულტურის მინისტრი იყო დამნაშავე იმაში, რომ ეს პროცესი სწორად ვერ წარიმართა, პირდაპირი დამნაშაცე, ეს ასე არ არის, თუმცა რაღაც ტიპის პასუხისმგებლობას ყველა ვატრებთ,”– თქვა ხიდაშელმა.
28 მარტს თბილისში საკუთარ სადარბაზოსთან ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს ესროლეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხარძიანის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს დავა ქონდა. ხიდაშელმა განაცხადა, რომ უდესიანი სხვადასხვა დანაშაულებში ნაციონალური მოძრაობის “ლეგიტიმური წარმომადგენელი” იყო.
ხარძიანის ოჯახის ახლობელმა ირაკლი კორძაიამ “იმედის” ეთერში სტუმრობისას უდესიანის გარდა ლაშა ნაცვლიშვილისა და ჯანყარაშვილი გვარები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს აყოვნებდნენ:
“2012 წელს, როცა გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს დაუბრონდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია, ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარები. ეს გვარები არის ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნეს–ინტერესები ბატონ უდესიანთან,”– თქვა ირაკლი კორძაიამ.
ხიდაშელის განცხადებით, მას პროკურატურის ახალი შემადგენლობის იმედი აქვს:
“მაქვს რატომღაც სრული რწმენა პროკურატურის დღევანდელი შემადგენლობის, რომ დამოკიდებულება, სტრატეგია თუ ტაქტიკა გნებავთ, პრინციპულად განსხვავებული იქნება ამ შემთხვევაში, ვიდრე ეს იყო ამ 2 წლის განმავლობაში. ეს ახალგაზრდების გუნდი, რომელიც დღეს არის პროკურატურაში, ვფიქრობ, რომ შემძლეა, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მეორე მხრივ, შემძლეა, რომ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.”
