ამ ეტაპზე გრანტები 4 სარეინტეგრაციო მომსახურების დასაფინანსებლად გაიცა: სამედიცინო მომსახურებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტები, ანაზღაურებადი სტაჟირება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა გამოიყო, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება.


პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადები, სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად, საგრანტო კომისიამ განიხილა, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.


საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 9 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 6 წარმოდგენილი იყო კოალიციური სახით.


კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან „მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება“ – რომლის შემადგენლობაშიც 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, „საზოგადოებრივი დამცველი“, „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“. საგრანტო პროექტი მოიცავს თბილისს და საქართველოს რეგიონებსაც.



Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *