“მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ გავყვე და მივყვებით. როგორც ამათგან ვიცი, ნაკანიც ანალოგიურად გადაყვანილი ყავთ, ან ახლა გადაყავთ. მეც გზაში ვარ”, – განუცხადა ფირცხალავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას, სადაც ზუსტი ინფორმაცია  ჯერჯერობით არ აქვთ და მათი თქმით, განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

ვაზაგაშვილის საქმემდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ჰონდა შეფარდებული.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *