“დილის საათებში მოხდა თავდასხმა “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრზე, თავდასხმაში ერთი შეიარაღებული და ნიღბიანი პირი მონაწილეობდა”,- აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.
მათივე თქმით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, ბანკის დაცვის სამსახურმა კი ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა. ამ დროისთვის ადგენენ, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ბანკიდან რამეს გატანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
