“მე თავშივე ვთქვი, რომ ნარმანია მერის კარგი კანდიდატი იქნებოდა, მე ვფიქრობ, რომ არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა და პროფესიონალიზმი, რაც მას ახასიათებს, ვერ მოვიდა მთლიანად შეწყობაში თბილისის მერობასთან, დასაწყისში განსაკუთრებით, როდესაც “ნაციონალური მოძრაობს” ცდილობდა მისთვის საბოტაჟი მოეხდინა. რაღაც ეტაპზე თქვენც ამჩნევდით და საზოგადოებაც, რომ გაუჭირდა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ. ნარმანია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ეცადოს განახორციელოს ის ფუნქციები, რაც კონსტიტუციით ევალება, მაგრამ საზოგადოებაც უნდა შევეჩვიოთ. მე მომწონს მისი მეთოდურობა, თუგინდ მისი ინერტულობაც კი. აუცილებელია მართვაში 100-ჯერ გაზომო და მერე გაჭრა. ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს ქართული ხასიათი და თბილისური ხასიათი, ის თბილისელი არ გახლავთ, ამაზე ზოგიერთი თბილისელი შფოთავს და თბილისელობა მაღალი წოდება ჰგონია. ხაზს უსვამენ, რომ ამიტომ უჭირს შეგუება, მაგრამ ის არის ძალიან მეთოდური და არის კარგი პროფესიონალი, მაგრამ ტემპს უნდა მოუმატოს”,- განაცხადა იავანიშვილმა “იმედთან” საუბრისას.
ივანიშვილი: მე მომწონს დავით ნარმანიას ინერტულობა
-
23.11.2026
ამუშავდა მანქანა, მეუფე იობს ის დააბრალეს, რაც არასდროს ყოფილა – ეპისკოპოსი საბა
-
23.11.2026
პენიტენციურში ამბობენ, რომ შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ
-
22.11.2026
სრული აკრძალვის ნაცვლად, უკეთესი გზა მკაფიო რეგულირებაა – პროფესორი ნინო მუსერიძე
-
22.11.2026
მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა
-
22.11.2026
ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა შეფასებას ეფუძნება ეს მიდგომა? – რეპროდუქტოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე
-
22.11.2026
სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო – ერთი პირი დაკავებულია, ერთს ეძებენ
