“ჩემს სიტყვას ცოტა მეტი ფასი აქვს, ჩემს სიტყვას ცოტა მეტი ძალა აქვს, რამეთუ გადაჭარბებული ნდობა მაქვს საზოგადოებიდან და ანგარიშის გაწევა უწევთ. რომც არ ვთქვა, მაინც ანგარიშს უწევენ, რამეთუ იციან ჩემი პოზიცია. თუ გახსოვთ და გაიხსენებთ, ირაკლი ალასანია ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც ხელისუფლებიდან წამოვიდა, ჰკითხეს, რომ 3 მინისტრი იყო თქვენი პარტიიდან, რამე გავლენას ახდენდა? ვერაფერიც ვერ უთხრა ასე უპასუხა- მე სულ მეჩვენებოდა, რომ ის მართავს. ეს ეჩვენებათ და ეს გონიათ სწორედ, რომ მე მაქვს ნდობა, ჩემს სიტყვას აქვს ძალა და იციან ჩემი პოზიცია გამოკვეთილად გიორგი მარგველაშვილმაც და ალასანიამაც. რა ღირებულებებიც მაქვს და ჩემი პრინციპულობის შესახებ იციან და ამას ურევენ მართვაში”,- განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომანია “იმედთან” საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი პოლიტიკაში დაბრუნება სწორი არ იქნება:
“ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება სწორი არ იქნება, თუ აუცილებელი არ გახდა, ღმერთმა ნუ ქნას, მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას”,- ამბობს ის.
