“ის, რაც ამ ქალბატონს ეხება, მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად ამორალური, დაუშვებელი და სამართალდარღვევაა, ეს არის ჩვეულებრივი ხულიგნობა, როცა სამართალდამცავს აგინებ, მის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილები, მაგრამ მეორეა, როგორ მოქმედებს პატრული. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პატრული მთლად ადეკვატური არ იყო. არ შეიძლება ამდენს ალაპარაკო და მისცე იმის საშუალება, რომ გაგინონ, გლანძღონ. ეს არ არის სწორი”, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პროცესში საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით ცინარიძის შესაძლო მონაწილეობას, კობახიძე ამბობს, რომ ეს საკითხი შესასწავლია, რადგან თვითონ ყუშიტაშვილმა განაცხადა, რომ იგი ცინარიძეს არ იცნობს და პატრულს მოატყუა, როდესაც ამ უკანსკნელთან სატელეფონო საუბრის იმიტაცია განახორციელა:
“ეს გასარკვევია. მე არ ვიცი, ამ ქალბატნმა თქვა, რომ ვატყუებდიო”, – განაცხადა კობახიძემ.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გაავრცელა ორი ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ცინარიძის დახმარებით.
