ვიდეოში, რომელიც სამშაბათს გავრცელდა, ჩანს შავებში ჩაცმული ნიღბიანი მამაკაცი დანით ხელში და 2 დაჩოქილი მამაკაცი ფორთოხლისფერ ტანსაცმელში.
როგორც CNN წერს, შეიარაღებული ნიღბიანი პირი 2 მამაკაცის სიცოცხლეზე მუქარას უკავშირებს იაპონიის მხარდაჭერას კოალიციისადმი, რომელიც ISIS–ს სირიასა და ერაყში ებრძვის.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადგენად, ავთენტურია თუ არა ვიდეო. თუ ვიდეო ნამდვილია, მაშინ იაპონიის ხელისუფლება უკიდურესად შეშფოთდება იმ საფრთხის გამო, რაც მძევლებს ემუქრებათ, განაცხადა მინისტრმა.
“იაპონიის მთავრობა მაქსიმალურად ეცდება შესაბამის ქვეყნებთან თანამშრომლობით, რომ მალე გაათავისუფლოს იაპონიის მოქალაქეები,”– ნათქვამია მის განცხადებაში.

