“არავითარი უხერხულობა, ასე ვთქვათ, არ შეიქმნება”,- ამბობს კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ირაკლი კობახიძის მამა გია კობახიძე ნინო ბურჯანაძის პარტიის “დემოკრატიული მოძრაობა” ერთ-ერთი ლიდერია.

 

“ნაციონალური მოძრაობისს” წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძის დანიშვნით ნინო ბურჯანაძის პარტიისა და “ქართული ოცნების” შერწყმა გრძელდება.

 

აქამდე არსებული საკადრო გადაწყვეტილებებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ნინო ბურჯანაძის პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი იყო. ხოლო ვახტან ყოლბაია, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის ასრულებს, ნინო ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივანი გახლდათ.

 

პარტია “ქართული ოცნების” წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, ის, რომ ირაკლი კობახიძე გია კობახიძის შვილია, არ ნიშნავს იმას, რომ მას სხვა პარტიაში მუშაობა არ შეუძლია.

 

ირაკლი კობახიძის კანდიდატურა “ქართული ოცნების” აღმსასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილება. კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, თუმცა კობახიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როდის შეიკრიბება პოლიტსაბჭო გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” დაფუძნების დღიდან პარტიის ანალიტიკურ მუშაობაში იყო ჩართული:

 

“დასაწყისში, როდესაც შეიქმნა პარტია “ქართულო ოცნება”, ჩართული ვიყავი ანალიტიკურ მუშაობაში, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი ვიყავი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე და ამის შემდგომ მქონდა მუდმივი კონსულტაციები სხვადასხვა ინტენსივობით პარტიასთან”- ამბობს კობახიძე.

 

მისივე თქმით, კონსულტაციები ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელობასთან – თავმჯდომარესთან, გენერალურ მდივანთან და პოლიტსაბჭოს წევრების დიდ ნაწილთან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *