“სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია ასეთი სისხლისსამართლებრივი და დასჯადი ქმედების არსებობა, როდესაც ვიღაცას გაუჩნდება რელიგიურ ნიადაგზე, მათ შორის, შუღლის გაღვივება საზოგადოებაში,”– განაცხადა ლევან იზორიამ “საზოგადოებრივი მაუწყებელის” ეთერში.

 

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, დასჯადი ხდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ასევე, მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით.

 

“მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოცილაური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე,”– ნათქვამია კანონპროექტში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *