„დაიბარეს ჩინური ჯგუფი „ხუალინგი“ და დაავალეს, რომ თქვენ ეს სასტუმრო უნდა იყიდოთო. თან, 25 მილიონად. მე როცა ივანიშვილს ძალით ავაშენებინე დელფინარიუმი ბათუმში და სულ მიხალტურა, მრავალი წელი გაწელა და ბოლოს ჯიხურს დაამსგავსა, ის დაუჯდა უფრო მეტი.

 

…თან ვის აძლევენ?!  ჩინელებს! კითხვას ვსვამ – ეს ის ხალხი არ იყო, ამდენი ხანი რომ ლაპარაკობდნენ, ყველაფერი უცხოელებს მისცესო?! ქართული განათლების კერის გადაკეთება ჩვეულებრივ ჩინურ სასტუმროდ, ბათუმის ცენტრში, ბულვარის საუკეთესო ადგილას… ბულვარის ცენტრში რატომ გავაკეთეთ,  დანარჩენ თვეებში რომ არ კვდებოდეს ბათუმის ცენტრი.

 

რა თქმა უნდა, ამ ჩინელებს მოუხდებათ უნივერსტეტის შენობის დაბრუნება და ჩვენ მაქსმალურად ფულს ჩავდებთ განათლებაში, იმიტომ, რომ განათლება არის ჩვენი მომავალი“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“.

 

ბულვარის ცენტრში მშენებლობა 2011 წელს  საქართველოს რკინიგზის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მაშინ ბიუჯეტიდან საქართველოს რკინიგზას მისცეს 20 მილიონი ლარი, რომელმაც თავის მხრივ ეს თანხა კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” გადასცა.  

 

“ბათუმელების” მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, 2012 წლის 12 აპრილის შემდეგ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტად წოდებული შენობის მშენებლობის გაგრძელება, ნაცვლად “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტისა”, დაევალა შპს „ბათუმი თაუერს”. ამისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო.

 

მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის სექტემბერში გახსნა ეს შენობა და განაცხადა, რომ აქ ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იფუნქციონირებდა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *