“კაფურის” მარკეტინგის მენეჯერმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ დროისთვის საიტი გათიშეს და დეტალების გარკვევა მიმდინარეობს.

 

საიტზე შესვლისას ჩნდებოდა წარწერა: “დაჰაკულია Meca–ს მიერ”. Meca იშიფრება, როგორც შუა აღმოსავლეთის კიბერ არმია (Middle East Cyber Army). 

 

ასევე, საიტზე იყო შემდეგი წარწერები:

 

“ჩვენ ვართ მუსლიმები. ყურანი ჩვენი წიგნია, გვწამს ღმერთი და მისთვის ვმუშაობთ. წყეულიმც იყავ, შარლი ებდო. ისლამი მუდამ იბატონებს. ისლამი ჭეშმარიტებაა და ამიტომაც არის ყველაზე სწრაფად ზრდადი რელიგია”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *