ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, გენერლებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.
ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსმა ასევე გამართა შეხვედრები “მტკიცე მხარდაჭერის” ოპერაციის სარდალთან, 4-ვარსკვლავიან გენერალთან, ჯონ კემპბელთან, აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორთან, ჯონ მიურეისთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალთან, საფაკ გოკთან.
![ვახტანგ კაპანაძე [მარცხნივ] ფილიპ ბრიდლავი[მარჯვნივ], ფოტო: თავდაცვის სამინისტრო](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000035593-1024x576.jpg)
