მთავრობის სხდომაზე ხადურმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში შესრულება  დღეს, 30 დეკმბრის დილის მონაცემებით, 100,3 %-ს შეადგენდა.

 

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა და ხვალ დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონ ლარს. შემოსულობების თვალსაზრისით ბიუჯეტი გადაჭარბებულია. გადასახადები მობილიზებულია. დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის 6 მილიარდ 840 მილიონი ლარი, რაც 20 მილიონი ლარით მეტია უკვე. გარდა ამისა, 98%-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება და ძირითადად ეს თანხა არის ეკონომიებიდან წარმოქმნილი, მათ შორის ტენდერებიდან წარმოქმნილი. ანუ, 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც ძირითადად არის ეკონომიებით გამოწვეული. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ ეკონომია იყო იმ კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით,”- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *