ჯერჯერობით დაუდგენელია, ცხედრები მამაკაცისაა თუ ქალის. ჯერ მუშაობენ ექსპერტები”- ამბობს მამუკა თურმანიძე.
ხანძარი ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დღეს, 7 დეკემბერს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლის კერა პიროტექნიკის მაღაზია იყო, რომლის აფეთქების შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებსაც მოედო. ბაზრობაზე დასაქმებული მოქალაქეების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკის მაღაზიის მიმდებარედ ელექტროშედუღება, ე.წ. „სვარკა“ გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები. გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით.

