“უპრეცედენტო აქტიურობა დაფიქსირდა, როგორც თქვენ ნახეთ. განცდა იმისა, რომ სახელმწიფოს მშენებლობა ჭირდება და თითოეულ მოქალაქეს უნდა ქონდეს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა, ეს გაიგო და გაიგეს სკოლის მოსწავლეების დონეზე. ეს არის ძალიან სასიამოვნო და საამაყო,“- განაცხადა ივანიშვილმა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 22 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, მეორე ტურში კი 2016 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთა ნაწილიც დღეს დააჯილდოვეს.

“არცერთი რაიონი არ არის გამოტოვებული, გამარჯვებული მოსწავლე რომ არ ყავდეს, ანუ ყველა რაიონიდან გვყავს გამარჯვებული მოსწავლე, ჩათვლით იმ რაიონებისა, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. 5–მა მხედველობადაქვეითებულმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, 2–მა გადალახა ბარიერი და მეორე ტურში გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას,”– განაცხადა მაია მიმინოშვილმა.


ოლიმპიადა ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორგანიზაცია “მოქალაქე” სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საუკეთესო შედეგის მქონე 20 მოსწავლის გამგზავრება ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
