სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრებთან ერთად ხმოვანი ვებ-პორტალი voice.police.ge უსინათლოთათვის და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის მოამზადა.
პროექტის მიზანია www.police.ge-ზე განთავსებული და განახლებადი ინფორმაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი, აცხადებს შსს.

