“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში 3 მაღაზია გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები და 100 ლარამდე ფული მოიპარეს; იმავე ღამეს შიო კ-მ და მამუკა ბ-მ სოფელ ნიკორწმინდაში ავტომანქანიდან მაგნიტოფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,”– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

შსს–ს ცნობით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორივე მათგანი რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით), აცხადებს შსს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *