“დღეს ისევ ჩვეულებრივი სატკივარით მოვდივართ ჩვენ, ჩვენ ამას ხშირად ვაკეთებს, ტრადიცია გვაქვს ამათ საელჩოსთან მოსვლის და ყვირილის, რომ დაგვიბრუნონ ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი სამაჩაბლო. უკრაინელებიც ჩვენთან ერთად დგანან და ერთად გვინდა მოვითხოვოთ ანექსიის შეჩერება”,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომლის ჩანაწერსაც “რუსთავი 2” ავრცელებს,

 

დღეს, 16:00 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აფხაზეთის საკითხზე აქცია-მსვლელობა გაიმართება.

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.  პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *