“რა საოცარი დამთხვევების ეპოქაში ვცხოვრობთ; ქუთაისის თვითმართველობამ 15 ნოემბერს “საგანგებო შაბათობა” გამოაცხადა და ყველა თანამშრომელი ამ შაბათობაზეა დაბარებული. რა იცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, შემთხვევით ვინმე თანამშრომელთაგან ვარდების მოედანზე არ აღმოჩნდეს… როგორც ჩანს, ქუთაისის თავკაცები ქალაქის დაგვა-დასუფთავებით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ!” – წერს ფეისბუქში ქუთაისის ყოფილი მერი და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე.
ქუთაისის მსგავსად დღეს დასუფთავების აქცია გაიმართება ხარაგაულშიც, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით.
“ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურეს, რომ 15 ნოემბერს მათი სამსახურების შენობის მიმდებარე ტერიტორიებს დაასუფთავებენ”, – წერს გაზეთი “ჩემი ხარაგაული“.
ამის მიუხედავად, საქართველოს რეგიონებიდან უკვე დაიწყო აქციის მონაწილეების მსვლელობა თბილისისკენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია ფეისბუქში ვიდეოს აქვეყნებს, თუ როგორც მოემართებიან ზუგდიდიდან თბილისისკენ აქციის მონაწილეები.
