ვასაძე მეტეხის ხიდთან თავისი სკოლის 50–მდე მოსწავლესთან ერთად მივიდა. კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსებულია 2009 წლიდან. სკოლის 100%-იან წილს ფლობს შპს “კიკეთის სოციალური პროექტები”, რომლის მესაკუთრეა ლევან ვასაძის ცოლი – ნინო დურგლიშვილი.


ამ წუთებში მეტეხის ხიდზე პარაკლისი მიმდინარეობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს მონაწილეობით.

ლევან ვასაძე მეტეხის ხიდთან თავისი სკოლის მოსწავლეებთან ერთად.  13.11.2014
ლევან ვასაძე მეტეხის ხიდთან თავისი სკოლის მოსწავლეებთან ერთად. 13.11.2014

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *