“ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ ბერუჩაშვილთან. მას საკმაოდ მკაფიო ხედვა აქვს საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით. ჩვენ შეხვედრისას რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის იყო გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ასევე, უკრაინაში არსებული მდგომარეობა. ვისაუბრეთ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე. ჩემი მესიჯია, როგორც წინა მთავრობის და წინა მინისტრის შემთხვევაშიც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 100%-ით პროცენტით უჭერს მხარს”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთა დღეს, 13 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ. ბერუჩაშვილისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, აშშ-ის ელჩთან ეს პირველი შეხვედრა იყო.
“ეს არ იყო გაცნობითი შეხვედრა, რადგან მასთან ძალიან ხანგრძლივი, ინტენსიური თანამშრომლობა მაკავშირებს, განვიხილეთ მთელი სპექტრი საკითხებისა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივანთან,”- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
