რობოტი კომეტა 67პ/ჩურიუმოვ-გერასიმენკოზე 20:00 საათზე დაეშვა, მას შემდეგ, რაც მთავარ კოსმოსურ ხომალდს გამოეყო და კომეტას რამდენიმე საათის განმავლობაში უახლოვდებოდა.

დაშვებაზე დადასტურების სიგნალი გერმანიამ მიიღო. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის ჟან-ჟაკ დორდიანის განცხადებით, ეს დაშვება ცივილიზაციის ისტორიაში ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

რობოტის მიერ გამოგზავნილ ფოტოებს, რომელიც კომეტის ლანდშაფტს ასახავს, მეცნიერები დაამუშავებენ და მის ქიმიურ შემადგენლბას შეისწავლიან.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ზედაპირზე არსებული ნედლი მასალები 4.5 მილიარდი წლის წინ მზის სისტემის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მატარებლები არინ.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *