10:30 საათზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. თბილისი, დადიანის 30, სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

10:30-ზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:00 საათზე საკრებულოს ფრაქციის ” ნაციონალური მოძრაობა – თბილისი” წევრი თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურული საკითხები.

 

11:00 საათზე, სასტუმროში ,,თბილისი მერიოტი’’ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1 აპრილიდან 22 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

 

11:30-ზე საზოგადოებრივი ურთიერთობების ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

12:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:15 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “მებრძოლ პატრიოტთა კავშირის” თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი, 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ნინო ბორჩხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში კონსტიტუციური სამართლიანობის წევრი თემურ ანდღულაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

13.00 საათზე, თბილისის მერიაში, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება მისამართი: ჟიული შარტავას, 7.

 

13:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში კესარია აბრამიძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

19:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით „რიყის ქვა, სიმდიდრე, განძი, ნაგავი“. გამოფენა არტისტერიუმის ფარგლებში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *