საპარლამენტო უმრავლესობა თავისუფალი-დემოკრატების 8-დეპუტატიანმა ფრაქციამ უკვე დატოვა. გარდა ვიცე-სპიკერისა, თავსიუფალ დემოკრატებს თავის გუნდში 3 კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავთ: ვიქტორ დოლიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს, გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის, ხოლო დავით ონოფრიშვილი – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. თუმცა, საგანელიძის თქმით, უმრავლესობა კომიტეტების ხელმძღვანელების პოსტზე თავისუფალი დემოკრატების ყოფნის ფაქტის გადახედვას არ აპირებს, თუ მხარეების პოზიციები სინქრონული იქნება და ცვლილება შესაძლოა მხოლოდ ზურაბ აბაშიძეს შეეხოს.
საგანელიძე ჯერჯერობით არ პასუხობს ნეტგაზეთის კითხვას, ყავს თუ არა უკვე უმრავლესობას თავისი კანდიდატი აბაშიძის შემცვლელად ვიცე-სპიკერის პოსტზე და აცხადებს, რომ ამ თემაზე საუაბრი ნაადრევია.
