ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვერსიით, მთავრობა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის დაფინანსებას მხოლოდ 600 ათასი ლარით ასწორებდა, რაც ინსპექტორმა თამარ ქალდანმა გააპროტესტა. მისი თქმით, აპარატის სრულფასოვანი მუშაობისთვის საჭირო იყო 1 450 000 ლარი და არა 600 ათასი.
ფინანასტა სამინისტროს მიერ დღეს გამქოვეყნებულ ბიუჯეტის პროექტის ახალ ვერსიაში წერია, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი სწორედ 1 450 000 ლარით დაფინანსდება.
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის არგუმენტებს, თუ რატომ ითხოვდა ის ბიუჯეტის გაზრდას, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

