“ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება მთავრობის დღის წესრიგში უმთავრეს პრიორიტეტად და ასევე მინდა ვთქვა, რომ მანკიერი პრაქტიკა, რომ არ დაელოდო გამოძიების შედეგებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა ირაკლი ალასანია მას შემდეგ, რაც ალასანიამ პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროში შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილეები, ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
დღეს კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”, რომლებსაც პარლამენტში 10-წევრიანი ფრაქცია აქვთ. “თავისუფალი დემოკრატები” ყრილობას 8 ნოემბერს გამართავენ, სადაც პარტიის თავმჯდომარის პოსტს ისევ ირაკლი ალასანია დაიბრუნებს.
