საუბარია იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელსაც პეტიციის ავტორებისა და ხელმომწერების განცხადებით, ჩრდილოკავკასიელები საქართველოს მესაზღვრეებთან ურთიერთობისას აწყდებიან აეროპორტებსა და გამშვებ პუნქტებზე:


“ჩვენ, ჩეჩნები და ქართველები ერთად მოგიწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩრდილოეთ კავკასიის და მისი ხალხების, მათ შორის ჩეჩნების მიმართ შემოღებული ახალი პოლიტიკის გადახედვისაკენ. პოლიტიკის ცვლილებამ მკვეთრად იქონია უარყოფითი ეფექტი საქართველოში ჩამოსვლის სურვილის მქონე ჩეჩნების უფლებების დაცვაზე. ამ პეტიციაზე ხელმომწერები გამოხატავენ შეშფოთებას იმ უხეში და არასამართლიანი ქმედებების გამო, რომელსაც ქართველი მესაზღვრეები და სხვა უწყებების თანამშრომლები იჩენენ ჩეჩნების მიმართ”, – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ჯერჯერობით ხელს 15-მდე ადამიანი აწერს.

 

დღეს, 2 ნოემბერს რუსეთის ორმა მოქალაქემ ჩეჩნეთიდან ქართველი მესაზღვრეები დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს ქუთაისის აეროპორტში, საიდანაც მათი დეპორტაცია იგეგმება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *